ფეხბურთი

18:56 | 16.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტამ" იტალიელი ნახევარმცველი დაიმატა

ბერგამოს „ატალანტამ“ „ფროზინონედან“ მარკო ბრეშანინი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

იტალიელმა ნახევარმცველმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო გარიგების ღირებულებამ 13 მილიონი ევრო შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ბრეშანინი „ნაპოლიში“ გადადიოდა, სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, მაგრამ კონტრაქტზე ხელის მოწერის წინ ტრანსფერი ჩაიშალა და საბოლოოდ, მას „ატალანტაში“ გადასვლა მოუწია.

მარკო ბრეშანინიმ გასულ სეზონში სერია A-ში 36 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

0.117831