ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს უახლოეს ხანში გააფორმებს. Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, მხარეები მალე მოლაპარაკებებს გააფორმებენ და სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ კონტრაქტის 2029 წლამდე განახლებაა მოსალოდნელი.
სავარაუდოდ, ხვიჩას ხელფასი 5 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რასაც ბონუსებიც დაემატება. იტალიური მედიის ცნობით, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ყველაფერი გააკეთა ხვიჩას შესანარჩუნებლად, მათ შორის, „პარი სენ-ჟერმენისგან“ 100 მილიონი ევროს შეთავაზებაც უარით გაისტუმრა.
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მან იტალიურ კლუბში 2022 წლიდან დღემდე 89 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი მიითვალა.