„ჯენოას“ და ისლანდიის ნაკრების ნახევარმცველი ალბერტ გუდმუნდსონი კარიერას ფლორენციის „ფიორენტინაში“ გააგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, შეთანხმება მიღწეულია.
ისლანდიელი ფლორენციულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „იებს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდება, რომლის ფასი 8 მილიონი ევრო იქნება. „ფიორენტინას“ გუდმუნდსონის გამოსყიდვა გაისად 20 მილიონ ევროდ შეეძლება.
ისლანდიელის ტრანსფერი დომინოს ეფექტს გამოიწვევს: „ჯენოა“ „სასუოლოდან“ ანდრეა პინამონტის დაიმატებს, ხოლო „ფიორენტინას“ არგენტინელი ნახევარმცველი ნიკო გონსალესი ტურინის „იუვენტუსს“ შეუერთდება იჯარით და გამოსყიდვის უფლებით.
ალბერტ გუდმუნდსონმა გასულ სეზონში „ჯენოას“ მაისურით სერია A-ში შესანიშნავად ითამაშა და 35 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.