ფეხბურთი

2:06 | 16.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

სომხეთის, ფარერების, გიბრალტარის, ანდორის, ლიეტუვის გუნდები კონფერენს ლიგის პლეი-ოფში...
პლეი-ოფში პოლონეთის მეორე ლიგის გუნდიც ითამაშებს

კონფერენს ლიგაზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა, შესაბამისად, პლეი-ოფის ყველა მონაწილე ცნობილია.

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ორი სომხური გუნდი იქნება - „პიუნიკი“ და „ნოა“. პლეი-ოფში ასევე ითამაშებენ ანდორის, ფარერების, ლიეტუვის, გიბრალტარის და კოსოვოს გუნდები, სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ძალიან ახლოსაა კრაკოვის „ვისლა“, რომელმაც ორი მატჩის ჯამში სლოვაკური „ტრანავა“ ორი მატჩის ჯამში პენალტების სერიაში დაამარცხა, რომელშიც გუნდებმა ჯამში 28 პენალტი დაარტყეს. „ვისლას“ აქ ყოფნა გასაკვირი არ იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტორი: პოლონეთის მეორე ლიგის გუნდია! ევროთასებზე მხოლოდ იმიტომ გამოდის, რომ პოლონეთის თასი მოულოდნელად მოიგო და იმდენი მოახერხა, რომ კონფერენს ლიგაზე სამი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და ახლა ჯგუფურ ეტაპთან ერთ ნაბიჯშია.

პლეი-ოფში ორი ისეთი კლუბია, სადაც ქართველები თამაშობენ: დავით ვოლკოვის და გიორგი პაპუნაშვილის "ზირა" ნიქოზიის "ომონიას" გაეჯიბრება, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილის "კოპენჰაგენი" შოტლანდიურ "კილმარნოკს" შეხვდება.

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში უკვე ისეთი გუნდები ითამაშებენ, როგორებიც „ჩელსი“, „ბეტისი“ და „ფიორენტინა“ არიან.

კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წყვილები

„ლინკოლნი“ (გიბრალტარი) – „ლარნე“ (ჩრდ. ირლანდია)

„პიუნიკი“ (სომხეთი) – „ცელიე“ (სლოვენია)

„ვიკინგური“ (ისლანდია) – „სანტა კოლომა“ (ანდორა)

„პანევეჟისი“ (ლიეტუვა) – „ნიუ საინტსი“ (უელსი)

„კლაკსვიკი“ (ფარერები) – „ჰიკი“ (ფინეთი)

„ომონია“ (კვიპროსი) – „ზირა“ (აზერბაიჯანი)

„სენტ გალენი“ (შვეიცარია) – „ტრაბზონსპორი“ (თურქეთი)

„ლანსი“ (საფრანგეთი) – „პანათინაიკოსი“ (საბერძნეთი)

„ჰაკენი“ (შვედეთი) – „ჰაიდენჰაიმი“ (გერმანია)

„კოპენჰაგენი“ (დანია) – „კილმარნოკი“ (შოტლანდია)

„გიმარაეში“ (პორტუგალია) – „ჟრინსკი“ (ბოსნია)

„ბრანი“ (ნორვეგია) – „ასტანა“ (ყაზახეთი)

„ლეგია“ (პოლონეთი) – „დრიტა“ (კოსოვო)

„რიეკა“ (ხორვატია) – „ოლიმპია“ (სლოვენია)

„ფიორენტინა“ (იტალია) – „პუშკაშ აკადემია“ (უნგრეთი)

„დიურგარდენი“ (შვედეთი) – „მარიბორი“ (სლოვენია)

„მლადა“ (ჩეხეთი) – „პაკში“ (უნგრეთი)

„სენ პატრიკსკი“ (ირლანდია) – „ბაშაკშეჰირი“ (თურქეთი)

„ჩელსი“ (ინგლისი) – „სერვეტი“ (შვეიცარია)

„ვისლა“ (პოლონეთი) – „სერკლ ბრიუგე“ (ბელგია)

„კლუჟი“ (რუმიენთი) – „პაფოსი“ (კვიპროსი)

„პარტიზანი“ (სერბეთი) – „გენტი“ (ბელგია)

„კრივბასი“ (უკრაინა) – „ბეტისი“ (ესპანეთი)

„ნოა“ (სომხეთი) – „რუჟემბეროკი“ (სლოვაკეთი)

აქვე გეტყვით, რომ კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩები 22-29 აგვისტოს გაიმართება.

0.121399