ფეხბურთი

22:16 | 15.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ფრანგ ნახევარმცველს დაიმატებს

„მილანი“ „მონაკოს“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველ იუსუფ ფოფანას დაიმატებს.

მხარეები ტრანსფერზე შეთანხმდნენ და უახლოეს 24 საათში 25 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. „მონაკო“ 25 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფრანგი „როსონერისთან“ 4+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

იუსუფ ფოფანამ კარიერა „სტრასბურში“ დაიწყო, ხოლო 2019 წლიდან „მონაკოს“ მაისურით 175 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, საფრანგეთის ნაკრებში კი, 21 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი.

0.121921