უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩზე, რომელშიც საქართველო ჩეხეთს უმასპინძლებს, ყველა ბილეთი გაიყიდა.
ბილეთებს რელიზაციისთვის დაახლოებით ერთი საათიც საკმარისი გამოდგა. მოგეხსენებათ, თამაში „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება, შესაბამისად, ბილეთების რაოდენობა არ იყო იმ რაოდენობის, რაც „დინამო არენაზე“ თამაშის გამართვის შემთხვევაში იქნებოდა.
თუმცა, როგორც ოფიციალურ განცხადებაში იყო ნათქვამი, „დინამო არენას“ ტრიბუნებს პრობლემები აქვს, რის გამოც, მისი სრულად ათვისება შეუძლებელი იქნებოდა.
საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი 7 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება.