ფეხბურთი

13:12 | 15.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის ტრავმა ვარჯიშზე

საქართველოს ნაკრების და „კარლსრუეს“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ვარჯიშზე დაშავდა.

ქართველმა ფეხბურთელმა მეკარესთან კონტრაქტის შემდეგ მიიღო დაზიანება და სამშაბათს ვარჯიშის დატოვება მოუწია, რის გამოც საწვრთნელი სესია ოთხშაბათს გამოტოვა.

თუმცა, ტრავმა მძიმე არ გამოდგა და ბუდუ უკვე მზადაა გუნდს დაუბრუნდეს. 30 წლის ზივზივაძემ მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და ორ მატჩში სამი გოლი აქვს გატანილი.

„კარლსრუე“ უახლოეს მატჩს 18 აგვისტოს, გერმანიის თასზე „სპორტფროინდ ლოტესთან“ გამართავს.

0.120778