ფეხბურთი

11:41 | 15.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გრანდების აკადემიები საქართველოში - დარასელიას ტურნირი სტარტს 23 აგვისტოს აიღებს

23-დან 28 აგვისტოს ჩათვლით, ტრადიციულად ქცეული ვიტალი დარასელიას საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება. შეჯიბრებაში მონაწილეობას 6 გუნდი მიიღებს და საქართველოში ითამაშებენ ისეთი აკადემიების გუნდები, როგორებიც: "იუვენტუსი", "უოტფორდი", "ვალენსია" და "გალათასარაი" არიან. ხოლო ჩვენი ქვეყნიდან გამარჯვებისთვის, "დინამოსა" და "ლოკომოტივის" აკადემიები იბრძოლებენ.

ტურნირის ისტორიაში პირველად, გუნდები ბუნებრივ საფარიან მოედანზე ითამაშებენ და შეხვედრები თბილისის ზღვაზე მდებარე კოკაიას ბაზაზე და საგურამოში, ლოკომოტივის ბაზაზე ჩატარდება.

ვიტალი დარასელიას ტურნირი 2015 წლიდან ტარდება. 2019 წლიდან კი კოვიდ პანდემიის გამო რამდენიმე წელი შეცერებული იყო. გათამაშება შარშან განახლდა და წელს მეექვსედ გაიმართება. მოქმედი ჩემპიონი "დინამოს" აკადემიის გუნდია. შეჯიბრებაში 16-წლამდე ასაკის ფეხბურთელები თამაშობენ.

0.119442