სხვა

9:37 | 15.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

რა უნდა ვიცოდეთ მენინგიომის შესახებ

რა არის მენინგიომა?

მენინგიომა ტვინის გარსის უჯრედებისგან წარმოქმნილი კეთილთვისებიანი სიმსივნეა და თავის ტვინის პირველადი სიმსივნეების რაოდენობის 15-20%-ს შეადგენს.

  • მენინგიომათა 95% კეთილთვისებიანია და ხასიათდება ზრდის ნელი ტემპით, დანარჩენი 5% არის შედარებით აგრესიული ფორმის (ავთვისებიანობის ხარისხი - 2-3);
  • ხასიათდება ზრდის შედარებით სწრაფი ტემპით, ტვინის გარსისა და მიმდებარე სტრუქტურების ინფილტრაციით;
  • ახასიათებს რეციდივი ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ;
  • შესაძლებელია განვითარდეს როგორც ქალა-ფუძეზე, ასევე ზედაპირსა და ჰემისფეროებს შორის;
  • ძირითადად ვლინდება 40-50 წლის პაციენტებში;
  • ქალები მამაკაცებთან შედარებით ორჯერ მეტად ავადდებიან;
  • შემთხვევების დაახლოებით 2% გვხდება ბავშვთა და მოზარდთა ასაკში;
  • ძირითადად დაკავშირებულია ნეიროფიბრომატოზის გამოვლინებასთან.

რა სიმპტომები ახასიათებს მენინგიომას?

დაავადების სიმპტომები დაკავშირებულია სიმსივნის ლოკალიზაციაზე და შესაძლებელია იყოს შემდეგი:

  • თავის ტკივილი;
  • მოძრაობის და კოორდინაციის დარღვევა;
  • თვალის მოძრაობის დაზიანება;
  • მხედველობის დაზიანება - მხედველობის დაქვეითება, მხედველობის ველის შემცირება;
  • მოძრაობისა და მგრძნობელობის დაზიანება კიდურებში;
  • ეპილეფსიური შეტევები;
  • ფსიქო-ემოციური დარღვევები და სხვ.

დიდი ზომის მენინგიომები შესაძლებელია იწვევდეს ინტრაკრანიალური წნევის (ქალა-შიდა წნევის) სიმპტომებს: თავის ტკივილი გულისრევითა და პირღებინებით. ასევე შესაძლელებლია, იწვევდეს ლიქვოროცირკულაციის დარღვევებს კომპრესიის ხარჯზე.

როგორ მიმდინარეობს მენინგიომის დიაგნოსტიკა?

დიაგნოსტირება ხდება თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით.


როგორია მენინგიომის მკურნალობა?

თანამედროვე ნეიროქირირგიაში გამოყოფენ მკურნალობის ორ ძირითად მეთოდს, ესენია:

ქირურგიული მკურნალობა და სტერეოტაქსიული რადიოქირურგია.

ქირურგიული მკურნალობა

ქირურგიული მკურნალობის წარმატება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

  • სიმსივნის ლოკალიზაციასა და ურთიერთობაზე მიმდებარე ფუნქციურად მნიშვნელოვან სტრუქტურებთან, სიხლხძარღვებთან ან კრანიალურ ნერვებთან;
  • სიმსივნის ზომაზე.

ქირურგიული მკურნალობა ძირითად შემთხევევებში კეთილსაიმედოა, თუმცა გამნეორებითი ზრდის ალბათობა 20%-ზე მეტია. ასევე მაღალია გართულებების რისკი - დაახლოებით 2.5-3%-ია შანსი პოსტოპერაციული ჰემორაგიის. 2-3% პოსტოპერაციოული ინფექციის. 4-6% ნევროლოგიური მდგომარეობის გაუარესების. 2-5% ლეტალურად განვითარების ოპერაციიდან 1 თვის განმავლობაში.

სტერეოტაქსიული რადიოქირურგია

ხოლო, რაც შეეხება სტერეოტაქსიულს რადიოქირურგიას, იგი

  • არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას;
  • არ საჭიროებს ჭრილობას;
  • არ აქვს გართულებები;
  • შესაძლებელია ნებისმიერი ლოკალიზაციის სიმსივნის მკურნალობა;
  • არ საჭიროებს რეაბილიტაციას.

თავის ტვინის სტერეოტაქსიული რადიოქირურგია არის ეფექტური, ზუსტი, უსაფრთხო და არაინვაზიური (უსისხლო) პროცედურა.

®

0.115349