ფეხბურთი

11:07 | 15.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიოს შვილი ინგლისურ გუნდში ითამაშებს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, რონალდინიოს შვილი ჟოაო მენდეში ინგლისურ "ბარნლიში" ითამაშებს. 19 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.

რონალდინიოს ვაჟი "ბარნლიში" 2026 წლის ზაფხულამდე ითამაშებს. ის ბოლოს "ბარსელონას" 19-წლამდე გუნდის რიგებში ირჯებოდა.

მანამდე მენდეში სამშობლოში "კრუზეიროს" აკადემიაში იყო.

0.114236