კრიშტიანუ რონალდუმ ახალი სეზონი კარგად დაიწყო და პირველივე ოფიციალურ მატჩში თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.
რონალდუმ საუდის არაბეთის სუპერთასის ნახევარფინალში „ალ ტაავონთან“ „ალ ნასრს“ 2:0 მოაგეინა. მან მერვე წუთზე აიმან იაიას გაატანინა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში თვითონაც შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საუდის არაბეთის სუპერთასის ფინალში „ალ ნასრი“ 17 აგვისტოს, „ალ ჰილალს“ დაუპირისპირდება.