ფეხბურთი

20:14 | 14.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" საქართველოს თასის მეოთხედფინალში გავიდა

საქართველოს თასზე ბოლო მერვედფინალური მატჩი გაიმართა ტყიბულის „მეშახტესა“ და „დინამო ბათუმს“ შორის, რომელიც სტუმრებმა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოიგეს.

ეს მატჩი თავის დროზე „დინამოს“ ევროტურნირებზე თამაშის გამო „მეშახტესთან“ შეთანხმებით გადაიდო, ამიტომ გაიმართა დღეს.

ანდრეი დემჩენკოს გუნდი პირველი ტაიმის მიწურულს დავით მუჯირის გოლით დაწინაურდა, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე გიორგი ბუხაიძემ უპასუხა. გამარჯვების გოლი კი, 87-ე წუთზე სტუმრებმა პენალტით გაიტანეს, რბილად რომ თქვათ, ძალიან, ძალიან საეჭვო პენალტით, რომელიც ფაქტია დაინიშნა და ბუბაქარ ტამბედომ ზუსტად შეასრულა.

„დინამო ბათუმი“ მეოთხედფინალში „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება. საქართველოს თასის მეოთხედფინალური მატჩები 18 და 22 სექტემბერს გაიმართება.

0.116897