ფეხბურთი

16:48 | 14.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

პაულო დიბალა არაბულ კლუბს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა

„რომას“ ფეხბურთელმა პაულო დიბალამ შესაძლოა, კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს.

იტალიური მედიის ცნობით, არგენტინელი „ალ ქადსიას“ უკვე შეუთანხმდა სამწლიან კონტრაქტზე, რომლის ფარგლებში 90 მილიონ ევროს მიიღებს. ახლა შეთანხმებას კლუბებმა უნდა მიაღწიონ.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა დანიელე დე როსიმ თქვა, რომ ვისაც გუნდის დატოვება სურს, ნებისმიერს შეუძლია წასვლა და კლუბი არავის დააკავებს.

პაულო დიბალა „რომაში“ 2022 წლიდან თამაშობს და 77 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა. მანამდე ის „პალერმოს“ და „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113929