ფეხბურთი

14:38 | 14.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი "ლივერპულს" პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ცნობილი ინსაიდერის ცნობით, მამარდაშვილი და „ლივერპული“ პირად კონტრაქტზე შეთანხმდნენ. ქართველ მეკარეს სურს ინგლისურ კლუბთან ხელშეკრულების გაფორმება, თუნდაც ერთი ან ორი სეზონის გატარება იჯარით სხვაგან მოუწიოს. თავის მხრივ, „ბორნმუთი“ მზადაა ქართველი მეკარე „ლივერპულიდან“ იჯარით დაიმატოს.

ჯერჯერობით, შეთანხმება მიღწეული არ არის კლუბებს შორის, აგენტები ვალენსიაში არიან მოლაპარაკებებისთვის. Marca-ს ინფორმაციით, "ვალენსიამ" "ლივერპულის" ორი შეთავაზება უარყო, მაგრამ ინგლისელებმა წინადადება 35 მილიონ ევრომდე გაზარდეს, რაც უკვე ახლოსაა, ესპანური კლუბის მფლობელის, პიტერ ლიმის მიერ მოთხოვნილ 40 მილიონ ევროსთან.

ტრანსფერზე მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შედის - ახლა ან არასოდეს - წერს ცნობილი ესპანური გაზეთი.

შეგახსენებთ, რომ ალისონ ბეკერი „ლივერპულის“ დატოვებას ამ ეტაპზე არ აპირებს და ამიტომაც, ქართველ მეკარეს ინგლისურ კლუბში გადასვლის შემთხვევაში, შემდეგ იჯარით სხვა გუნდში წასვლა მოუწევს. მამარდაშვილს „ვალენსიაში“ 100 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.105274