ლონდონის „ჩელსიმ“ კოულ პალმერთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმად, ინგლისელი „სტემფორდ ბრიჯზე“ 2033 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს.
ინგლისელ შემტევს ხელფასიც მნიშვნელოვნად მოუმატეს, მაგრამ ფინანსური დეტალები უცნობია.
გასულ სეზონში კოულ პალმერმა „ჩელსის“ რიგებში 48 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა, ხოლო 15-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.