ფეხბურთი

12:18 | 14.08.2024 | ნანახია 998 - ჯერ

"ვესტ ჰემმა" "მანჩესტერიდან" ვან ბისაკა დაიმატა

ლონდონის „ვესტ ჰემმა“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ აარონ ვან ბისაკა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ინგლისელმა ფეხბურთელმა „ჩაქუჩებთან“ 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა.

ვან ბისაკამ 2019-2024 წლებში „მანჩესტერის“ რიგებში 190 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, მანამდე ის „კრისტალ პალასში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063663
998