ფეხბურთი

18:50 | 13.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" და შჩესნი კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ

ტურინის „იუვენტუსი“ და ვოიცეხ შჩესნი კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ, ინფორმაცია მალე ოფიციალურადაც უნდა დადასტურდეს.

შჩესნი კლუბმა სატრანსფერო ბაზარზე დააყენა, რისი მიზეზიც 34 წლის კიპერის ძალიან მაღალი ხელფასიც გახდა, ის სეზონში 6.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა.

ტურინელებმა მიმდინარე ზაფხულს მიკელე დი გრეგორიო იყიდეს, რომელიც გუნდის პირველი მეკარე იქნება, მეორე მეკარის ფუნქციას კი, ისევ მატია პერინი შეასრულეს. ამიტომ, გუნდში გამოცდილი პოლონელის ადგილი აღარ დარჩა.

შჩესნი თავისუფალი აგენტი გახდება და თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. მას „მონცას“, არაბულ და ამერიკულ კლუბებს უკავშირებენ. ვოიცეხ შჩესნიმ „იუვენტუსში“ 2017-2024 წლებში 252 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მანამდე პოლონელი „რომას“, „არსენალის“ და „ბრენტფორდის“ ღირსებას იცავდა.

0.115924