ფეხბურთი

20:02 | 13.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის შესანიშნავი გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე (+VIDEO)

აზიის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვაკო ყაზაიშვილმა გოლი გაიტანა. „შანდონ ტაიშანის“ ქართველმა შემტევმა ტაილანდურ „ბანგკოკ იუნაიტედთან“ მოახერხა თავის გამოჩენა.

მან 43-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში 1:1 გახადა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელიც ჩინურმა კლუბმა 4:3 მოიგო და ვაკომ თავისი პენალტი სერიაშიც გაიტანა.

ამ გამარჯვებით „შანდონ ტაიშანმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118601