„ნაპოლიში“ „ფროზინონეს“ ნახევარმცველის, მარკო ბრეშანინის ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ყველაფერი ჩაიშალა - იტალიელი კარიერას „ატალანტაში“ გააგრძელებს.
ბრეშანინიმ დღეს დილით რომში, ვილა სტიუარტის კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარა „ნაპოლისთვის“, მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერაღა რჩებოდა. „ნაპოლი“ მას იჯარით დაიმატებდა 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ხოლო გამოსყიდვის უფლება 11 მილიონად.
თუმცა, საქმეში „ატალანტა“ ჩაერთო, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა „ფროზინონეს“ და კლუბებიც მორიგდნენ. ამრიგად, მარკო ბრეშანინი „ნაპოლიში“ კი არა, „ატალანტაში“ გადავა.
როგორც იტალიური მედია წერს, ეს უკვე გადაწყვეტილია. ანტონიო კონტე კი, სატრანსფერო ბაზარზე კლუბის მუშაობით ისედაც უკმაყოფილო იყო, ბედნიერი ბრეშანინის ტრანსფერის ჩავარდნით ნამდვილად ვერ იქნება.