ჭიდაობა

16:42 | 13.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გივი მაჭარაშვილი: "საჩემპიონოდ ვიყავი განწყობილი, მაგრამ ვიჩქარე და დავისაჯე, ეს გაკვეთილი იქნება"

ქართველმა მოჭიდავემ, გივი მაჭარაშვილმა, რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„პირველ რიგში, მივულოცავ ჩვენს ქვეყანას, ასეთი პატარა ქვეყნისთვის მგონი ამდენი მედალი გასაოცარია, ვულოცავ ქართველ ხალხს. ჩემს ასპარეზობას რაც შეეხება, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, განწყობილი ვიყავი საჩემპიონოდა და ასეც იქნებოდა, ცოტა სწრაფად რომ არ მომენდომებინა რაღაცების დამთავრება. ამის გულისთვის დავისაჯე და ალბათ, ეს მაგალითი იქნება, შემდეგი ოლიმპიადისთვის 100%-ით დარწმუნებულები წავალთ ოქროსთვის“, - თქვა მაჭარაშვილმა.

საქართველოს დელეგაციამ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საბოლოო ჯამში 7 მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაური (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) ოქროს დაეუფლნენ, ტატო გრიგალაშვილმა, ილია სულამანიძემ (ორივე ძიუდო) და გივი მაჭარაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო ლაშა გურულმა (კრივი) ბრინჯაო დაისაკუთრა. საქართველო მედლების ჩათვლაში 206 ქვეყანას შორის 24-ე ადგილზე გავიდა.

0.128677