ფეხბურთი

13:47 | 13.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"სირიუსის" დირექტორი: "დარწმუნებული ვართ, მამაცაშვილი ჩვენს გუნდს მოერგება"

შვედური „სირიუსის“ სპორტულმა დირექტორმა ჯონათან ედერსტრიომმა საბა მამაცაშვილის ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, საბას ძალია კარგად შეუძლია შეტევაში ჩართვა და გუნდს მისი თვისებებით გამოადგება.

„საბა არის მარცხენა მცველი, რომელსაც საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ვაკვირდებოდით. მას შეტევაში კარგად თამაში შეუძლია, სადაც შთამბეჭდავად აერთიანებს ტექნიკას და ფიზიკურობას, იცის, როგორც პასების გაკეთება, ასევე მეტოქეების მოტყუება შეუძლია. კარგი დარტყმაც აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ შემოდგომაზე უკვე გამოჩნდება მისი თვისებები და დაგვეხმარება, მაგრამ მნიშვნელოვანია მოთმინება, რათა საბას მივცეთ დრო, რომ მოერგოს ახალ ქვეყანას, ახალ ენას და ახალ სათამაშო სტილს. საინტერესო იქნება გუნდში მისი ყოფნა“, - თქვა ედერსტრიომმა.

21 წლის ფეხბურთელმა ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა, შარშან ის იჯარით „გაგრაში“ თამაშობდა. „სირიუსი“ შვედეთის ჩემპიონატში 18 ტურის შემდეგ 27 ქულით მერვე ადგილზეა, 17 აგვისტოს კი, „გიოტებორგს“ დაუპირისპირდება.

0.11616