ფეხბურთი

0:08 | 13.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

რომანო: "მამარდაშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკებები მიდის, ყველაფერი "ლივერპულის" გადასაწყვეტია"

საქართველოს ნაკრების და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი შესაძლოა, „ლივერპულში“ გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულ მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ახლა კი, ფაბრიციო რომანო იტყობინება.

ცნობილი ინსაიდერის ცნობით, „ლივერპული“ სერიოზულად განიხილავს შესაძლებლობას, რომ გიორგი „ვალენსიადან“ 30 მილიონ ევროზე მეტად შეიძინოს და შემდეგ ერთი სეზონით გაანათხოვროს. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ მოლაპარაკებები გრძელდება და ყველაფერი „ლივერპულის“ გადასწყვეტია.

რომანო ესპანური გამოცემის, Relevo-ზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ ქართველი მეკარის სურვილია „ლივერპულში“ გადავიდეს და ერთი სეზონი იჯარით სხვაგან გაატაროს. იჯარა საჭირო იმიტომ არის, რომ ალისონ ბეკერი „წითლებში“ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩენას გეგმავს და ბრაზილიელი მომდევნო სეზონშიც ინგლისური კლუბის მთავარი მეკარე იქნება, მამარდაშვილს კი, მეორე მეკარეობა არ სურს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ 2021 წლიდან დღემდე 100 მატჩში მიიღო მონაწილეობა და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.115824