ბოსნიის ჩემპიონატის მეორე ტურში გიორგი გულიაშვილმა დუბლი შეასრულა. „სარაევოს“ თავდამსხმელმა „სლოგა დობოის“ პირველივე ტაიმში გაუტანა ორი გოლი.
გიორგიმ ჯერ 31-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა, ხოლო ორი წუთის შემდეგ დუბლი გაიფორმა და ანგარიში 3:0 გახდა. საბოლოოდ, მისმა გუნდმა 3:1 მოიგო. ქართველი ფორვარდი 89-ე წუთზე შეცვალეს.
გულიაშვილმა სეზონი კარგად დაიწყო, ორივე ტურში გამოიჩინა თავი, რის შედეგადაც 3 გოლით ბომბარდირებში პირველ ადგილზეა. მანამდე გიორგიმ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც გაიტანა ყაზახურ „აკტობესთან“.
„სარაევო“ ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ლიდერია, ხოლო მომდევნო ტურში 19 აგვისტოს, „გაბელას“ უმასპინძლებს.