მადრიდის „ატლეტიკომ“ „მანჩესტერ სიტიდან“ არგენტინის ნაკრების ფორვარდი ხულიან ალვარესი დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ალვარესმა „როხიბლანკოსთან“ 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ინგლისურმა კლუბმა 75 მილიონი ევრო მიიღო.
ხულიან ალვარესმა „მანჩესტერ სიტი“ ერლინგ ჰოლანდთან და ზოგადად, მაღალი კონკურენციის გამო დატოვა. ინგლისურ კლუბში მან 103 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი გააკეთა.