ფეხბურთი

17:54 | 12.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" სამი ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

„ნაპოლი“ სამ ფეხბურთელს უახლოეს დღეებში დაიმატებს. როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, ნეაპოლურმა კლუბმა ლისაბონის „ბენფიკასთან“ და „ბრაიტონთან“ მიაღწია შეთანხმებას დავიდ ნერეშის და ბილი გილმორის ტრანსფერებზე.

გარდა ამისა, გადაწყვეტილია, რომ უახლოეს 48 საათში „ფროზინონეს“ ნახევარმცველი მარკო ბრეშანინი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „აძურის“ ფეხბურთელი გახდება.

დავიდ ნერეშს აქამდე „სან პაულუში“, „აიაქსსა“ და „შახტარში“ უთამაშია, ხოლო „ბენფიკას“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს. შოტლანდიელი ნახევარმცველი ბილი გილმორიც „ბრაიტონში“ 2022 წლიდან თამაშობს, მანამდე „ჩელსის“ და „ნორვიჩის“ ფეხბურთელი.

გარდა ამისა, ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ „ნაპოლი“ ისევ მუშაობს რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მიზნის მიღწევას ეცდება.

0.110785