სხვა

15:27 | 12.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვინ არის კლაუდია მანჩინელი? ყველაზე პოპულარული მწვრთნელი პარიზის ოლიმპიადიდან (+VIDEO)

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა იტალიის ტანმოვარჯიშეთა მთავარი მწვრთნელი კლაუდია მანჩინელი.

რიტმულ ტანვარჯიშში იტალიელმა სპორტსმენმა სოფია რაფაელიმ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც ინდივიდუალურ ასპარეზობაში ტანვარჯიშში იტალიის პირველი მედალი იყო ოლიმპიადების ისტორიაში.

თუმცა, რაფაელი უმედლოდ დარჩებოდა, რომ არა მანჩინელის დროული და სწორი რეაგირება. ერთ-ერთ დისციპლინაში გამოსვლის შემდეგ რაფაელის მსაჯებმა ქულები დაუწერეს, მაგრამ მისმა მწვრთნელმა უმალვე ჩელენჯი მოითხოვა და მსაჯებს ქულების გადახედვა მოსთხოვა. პროტესტმა შედეგი გამოიღო, რაფაელის ქულები მოუმატეს და სწორედ ეს ქულები გახდა გადამწყვეტი, რომ შეჯიბრის დასრულების შემდეგ მან ბრინჯაო მოიპოვა.

მსაჯებთან პროტესტის დროს კი, კლაუდიას თავდაჯერებული გამომეტყველება და მოძრაობა, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, ვიდეოს ორ დღეში 34 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

აღსანიშნავია, რომ ის სულ რაღაც 10 თვეა, რაც რაფაელის და მილენა ბალდასარის მწვრთნელი გახდა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სოფიას ყოფილმა მწვრთნელმა ჯულიეტა კანტაპულიმ იტალიის ტანმოვარჯიშეთა ნაკრები დატოვა. ფედერაციამ გუნდი მანჩინელის ჩააბარა.

აღსანიშნავია, რომ კლაუდია მანჩინელი ყოფილი მსახიობია, მას ისეთ ფილმებში აქვს როლები შესრულებული, როგორებიცაა - „უნიკალური ძმები“, „ტურისტი“, სადაც ჯონი დეპი და ანჯელინა ჯოლიც მონაწილეობდნენ და „ცხრა“.

თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ 39 წლის კლაუდიას უფრო მეტი პოპულარობა რამდენიმეწამიანმა ვიდეომ მოუტანა.

0.116893