თამაშგარე

14:23 | 12.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალვარო მორატა ცოლს დაშორდა

ალვარო მორატა განქორწინდა. ესპანეთლმა ფეხბურთელმა ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. ამრიგად, ალვაროს და ალიჩე კამპელოს 8-წლიანი თანაცხოვრების პერიოდი დასრულდა.

„გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფიქრების შემდეგ მე და ალიჩემ გადავწყვიტეთ, რომ დავშორდეთ. ეს იყო ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული მშვენიერი ურთიერთობა, რომელშიც გვიყვარდა ერთმანეთი და ძალიან ვეხმარებოდით ერთმანეთს. ეს იყო მშვენიერი წლები, რომლის ნაყოფიც ჩვენი ოთხი შვილი იყო. ეჭვგარეშეა, საუკეთესო რამ, რაც ჩვენ ოდესმე შეგვიქმნია.

ეს არის მტკივნეული გადაწყვეტილება, რომლის მიმართაც ვითხოვთ პატივისცემას და თანაგრძნობას. წამიერი პოპულარობისთვის ნუ ააწყობთ ისტორიებს, რადგან ვიმეორებ: პატივისცემა არასოდეს აკლდა, უბრალოდ ბევრი მუდმივი გაუგებრობა, რომელიც ნელ-ნელა აფუჭებს ყველაფერს.

ალიჩეს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს გულში და ყველაფერი, რაც ჩვენ ერთად გავიარეთ, წარმოუდგენელი და შესანიშნავი ცხოვრებისეული გაკვეთილი იყო“, - დაწერა მორატამ სოციალურ ქსელში.

ალვარო მორატამ ვენეციელი ალიჩე კამპელო „იუვენტუსში“ თამაშის პერიოდში გაიცნო, ხოლო 2017 წელს ვენეციაში იქორწინეს. წყვილს 4 შვილი ჰყავს, მათ შორის ტყუპები.

0.11375