კალათბურთი

11:05 | 12.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

თელავის ტურში გაიმარჯვა და Geortour 2024-ის ფინალურ ეტაპზე გავიდა გუნდი Underdogs

გრძელდება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 3×3 კალათბურთში, რომლის მორიგ, რიგით მე-3 შესარჩევ ტურს თელავმა უმასპინძლა. თბილისში და ბათუმში შერჩეულ 10 საუკეთესო გუნდს თელავის ტურის გამარჯვებული Underdog შეემატა, რომლის ღირსებასაც ვალერი სუმბაძე, ალექსანდრე ძამუნაშვილი, ზაზა ზაქარიაძე და დავით გიგოლაშვილი იცავდნენ.

შეგახსენებთ, რომ 3x3Geotour2024-ის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გამართული შესარჩევი ტურნირების შედეგად უნდა შეირჩეს 12 საუკეთესო, რომლებიც ფინალურ ტურნირს თბილისში, 15 აგვისტოს ითამაშებენ და გამარჯვებული გუნდი საქართველოს ჩემპიონის ტიტულსა და საპრიზო 4000 ლარს მიიღებს.

თელავის უნივერსიტეტის ეზოში გამართულ შესარჩევ ტურნირში მონაწილეობას 4 გუნდი იღებდა, რომლებიც ერთ ჯგუფში იყვნენ და ერთი წრის შემდეგ საუკეთესო 2 გუნდი ფინალში გავიდა. ფინალში Underdogs Space Jam-ი შეხვდა, რომლის ღირსებასაც თემო ჭუაძე, ნიკა კვანტალიანი და საბა ოქრიაშვილი იცავდნენ. გამარჯვებული ბოლო წამებზე, დაძაბულ ბრძოლაში გამოვლინდა. Underdogs-მა 21:17 გაიმარჯვა და თბილისში, 15 აგვისტოს გასამართი ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. გამარჯვებული გუნდი ფედერაციის 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.

ამ მომენტისთვის ფინალურ ეტაპზე ეს 11 გუნდია გასული: WINGS, NIHAU, SCOOBY, THE BOYS, ACAB, BIODRONE, ALMEDA, SMN, BENZE, UNDERDOGS.

GBF.GE

0.117444