ფეხბურთი

21:59 | 11.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგი ჟურნალისტი: "მიქაუტაძის ტრანსფერზე ფაბრიციო რომანოც კი მოატყუეს"

ფრანგმა ჟურნალისტმა ზაკ ნანიმ უგო გილამონთან პოდკასტში გიორგი მიქაუტაძეზე და „ლიონში“ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის მოლაპარაკებების პროცესზე ისაუბრა.

„უამრავმა მედია გამოცემამ გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის ყველა კლუბში გადაიყვანა, „ლიონის“ გარდა. ამან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა „ლიონის“ საქმე ამ საკითხში. მის გარემოცვას და აგენტს მეტი ინტერესი ჰქონდათ, რომ ფეხბურთელს კონტრაქტი „მონაკოსთან“ გაეფორმებინა, ამიტომაც გამოცხადდა ეს კლუბი ფავორიტად და ფაბრიციო რომანოც კი მოატყუეს. რეალურად, გიორგი მიქაუტაძე შვებულებაში იყო და „მონაკოსთან“ შეთანხმება არ ჰქონია. ის მუდმივ კონტაქტში იყო „ლიონთან“, რომელსაც სატრანსფერო ფანჯრის გახსნის პირველივე დღეს სიტყვა მისცა“, - თქვა ნანიმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „ლიონთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მშობლიურ კლუბს „მეციდან“ 18.5 მილიონ ევროდ შეუერთდა.

0.112395