„ლიონმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაასრულა და ბოლო ამხანაგური მატჩი ლონდონში, „არსენალთან“ ემირეითსის თასზე გამართა.
უილიამ სალიბას და გაბრიელის გოლებით ინგლისელებმა ადვილად 2:0 მოიგეს. გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, პირველი ტაიმის მიწურულს გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ვერ მოახერხა. ქართველი 65-ე წუთზე შეცვალეს.
„ლიონი“ ლიგა 1-ის პირველ ტურში 18 აგვისტოს, სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდება.