პარიზის ოლიმპიადა დასრულდა ხელბურთშიც (ვაჟები), სადაც ჩემპიონობა დანიის ნაკრებმა მოიპოვა.
მთავარმა ფავორიტმა მოლოდინი გაამართლა და ფინალიც ადვილად მოიგო გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ - 39:26. პირველი ტაიმის შემდეგ სკანდინავიელები 9-ბურთიან უპირატესობას ფლობდნენ და მოგება არ გასჭირვებიათ.
დანია მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი ხელბურთში (2016 და 2024), ხოლო გერმანია ვერცხლს დასჯერდა. ბრინჯაოს მედალი ესპანეთმა მოიპოვა, რომელმაც სლოვენია დაძაბულ ბრძოლაში 23:22 დაამარცხა.
ქალთა შორის ხელბურთის ტურნირზე 10 აგვისტოს გათამაშდა მედლები: ოქრო ნორვეგიას ერგო, ვერცხლი საფრანგეთს და ბრინჯაო - დანიას.