წყალბურთში ვაჟთა ტურნირი ოლიმპიადაზე სერბეთის ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ფინალში ხორვატია დაძაბულ ბრძოლაში 13:11 დაამარცხა.
გარდამტეხი პირველი პერიოდი გამოდგა, რომელშიც სერბებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვიათ. ამრიგად, სერბეთმა ოქრო მოიპოვა, ხორვატია ვერცხლს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ სერბეთი ვაჟებში ზედიზედ მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.
ბრინჯაოს მედალი აშშ-ს ერგო, რომელმაც 11:8 აჯობა უნგრეთს, რომელიც უმედლოდ დარჩა. აქვე გეტყვით, რომ გუშინ, ქალთა შორის მედლები შემდეგნაირად განაწილდა: ოქრო - ესპანეთი, ვერცხლი - ავსტრალია და ბრინჯაო - ნიდერლანდები.