სხვა

13:40 | 11.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ასანიძე: "ლაშამ ისტორია დაწერა, ამ ეტაპზე მისია შესრულებულია"

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ ლაშა ტალახაძის ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩემი გულიდან მოდის ის სიხარული, რომელიც ლაშამ ამისრულა. ბევრი წლის წინ დავგეგმეთ, რომ 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი უნდა გამხდარიყო, მისია ამ ეტაპზე შესრულებულია. მადლობა გულშემატკივარს, მის ოჯახს, ჩემს ფედერაციას, სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტს და მთელ საქართველოს, ვინაიდან, დარწმუნებული ვარ, დღეს ხალხი უფრო გახარებულია, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე, ვინაიდან ისტორია დაწერა, მძიმე წონაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი არავინ ყოფილა. მართალია, გვყავს 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელი, სხვებიც არიან, მაგრამ მძიმე წონა მაინც სხვა ფასი აქვს.

ვგეგმავდით ამ შედეგს და უფრო მეტსაც, მაგრამ ბოლო მისვლა მოვხსენი, აღარ იყო საჭირო დამატებითი რისკები. კონკურენცია ძალიან მაღალი იყო, თუმცა სიმშვიდე შეინარჩუნა თავიდან ბოლომდე, ცივი გონებით და თბილი გულით ვიყავით“, - აღნიშნა ასანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია, ხოლო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები 7-7-ჯერ აქვს მოგებული.

0.118064