სხვა

12:55 | 11.08.2024 | ნანახია NaN - ჯერ

კახიაშვილი: "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ლაშას სახით საქართველოს 4-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავდეს"

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა ლაშა ტალახაძის ოლიმპიურ ჩემპიონობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„დღე დავაგვირგვინეთ ჰიმნით, როგორც ვიყავით შეპირებული. ლაშა ცოტა ვერ იყო ჩვეულ ფორმაში, ეს რომ არა, შეიძლება რეკორდიც დაემყარებინა. თუმცა, ეს არის ძალიან დიდი შედეგი, შემოვიდა 3-გზის ოლიმპიურ ჩემპიონთა კლუბში და არ მინდა ამით დავკმაყოფილდეთ. წინ გვაქვს ევროპის ჩემპიონატი 2026 წელს, რომელიც სავარაუდოდ საქართველოში გაიმართება და ჩემი აზრით, ზუსტად იქ, ლაშა მწვრთნელებთან ერთად ალბათ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უნდა მოხდეს 500 კილოგრამის შესრულება, ეს 500 კილოგრამის რეკორდი უნდა შედგეს საქართველოში. შემდეგ უკვე ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშები, მეოთხე. ზუსტად ამისთვისაა ფედერაცია, რომ ჩვენი სპორტსმენები ჩვენზე უკეთესები იყვნენ. მაქსიმუმს გავაკეთებთ, პირადად მე, რომ ლაშას სახით საქართველოს 4-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავდეს“, - თქვა კახიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია, ხოლო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები 7-7-ჯერ აქვს მოგებული.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:03 | 16.04.2024
Gerry Marsden (853)

გასაკვირია ამ უტვინო ზანგების ამბავი,რა უნდოდათ?კაცი პოკერზე მიდიოდა,პენალტიც მისი მოპოვებული იყო თუ დააკვირდებით,ან რომელს უნდა დაერტყა?ახლა ორთეთრს რომ წაეგლიჯა ზანგისთვის მასე ბურთი ხომ ატყდებოდა ერთი ამბავი?ჰაა,რას იტყვი კორბენ?

0.068442