ფეხბურთი

10:47 | 11.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "კვარაცხელია და პოლიტანო საჯარიმოში უფრო ხშირად უნდა შევიდნენ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „მოდენასთან“ იტალიის თასზე პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, 3-4-2-1 სქემა გუნდისთვის კარგია.

„სქემა სწორია? შარშან „ნაპოლი“ 4-3-3 სქემით თამაშობდა, 48 გოლი გაუშვა და მეათე ადგილზე გავიდა. 3-კაციანი დაცვის სისტემით კვარას და პოლიტანოს შეუძლიათ უფრო თავისუფლად თამაში, ცენტრისკენ შეწევა და ეს მათთვის მნიშვნელოვანი ევოლუციაა, რითაც მეტოქის მცველებს ნაკლები უპირატესობა მიეცემათ. პოლიტანო, კვარა, სპინაცოლა და ცენტრალური ნახევარმცველები საჯარიმოში უნდა შევიდნენ. ვიცით, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია და ამის პოტენციალი არსებობს“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ტურში 18 აგვისტოს, სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112669