ფეხბურთი

10:27 | 11.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

სპინაცოლა: "კვარაცხელიამ და მე ერთმანეთს კარგად გავუგეთ"

იტალიის თასის პირველ ეტაპზე „ნაპოლიმ“ „მოდენა“ პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა მცველმა ლეონარდო სპინაცოლამ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად თამაშზე კომენტარი გააკეთა.

„ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს, თავს კარგად ვგრძნობთ ერთ ფლანგზე. ორივეს შეგვიძლია ცენტრში შეწევა ან ფლანგზე დარჩენა და ერთი-ერთზე თამაში. ასეთ გუნდებთან თამაში რთულია, მას ორმაგი, ზოგჯერ სამმაგი მეურვეობა ჰქონდა, ასევე მეც და ძნელია ასეთი დაცვის წინააღმდეგ თამაში. კვარასთან პოზიციების გაცვლამ ყველა ფეხბურთელს შეიძლება სარგებელი მოუტანოს“, - თქვა სპინაცოლამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ტურში 18 აგვისტოს, სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდება.

0.111482