რაგბი

11:46 | 11.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

18 წ. | ცვლილებები საერთაშორისო სერიის განრიგში

სამხრეთ აფრიკაში გასამართ 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიის განრიგში ცვლილებაა. უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკა ა-ს, ინგლისსა და ირლანდიას ეთამაშებიან.

ცვლილების მიზეზი სამწუხარო შემთხვევა გახდა. ერთ-ერთი ფრანგი მორაგბე რამდენიმე დღის წინ ტალღამ გაიტაცა და ის ჯერაც ვერ იპოვეს… ცხადია, ასეთი ამბის ფონზე საფრანგეთი სამხრეთ აფრიკაში ვეღარ დარჩებოდა და შინ დაბრუნდა.

შეგახსენებთ, უმცროს ბორჯღალოსნებს ორჯერ სამხრეთ აფრიკის ა გუნდის წინააღმდეგ და ერთხელ საფრანგეთთან უნდა ეთამაშა.

ახალი განრიგის თანახმად 12 აგვისტოს ზურაბ ამონაშვილის შეგირდების მეტოქე კვლავ სამხრეთ აფრიკა ა იქნება, 16 აგვისტოს ინგლისელ თანატოლებს შეერკინებიან, 20-ში კი ირლანდიას შეხვდებიან.

18-წლამდელების საერთაშორისო სერია

უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა

შერკინება: ნიკოლოზ ოლქიშვილი (ლელო), დაჩი ჭელიძე (ლელო), დავით არჩვაძე (ლელო), ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი, ინგლისი), ლევან ეზიეშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), ნიკოლოზ კუმარიტოვი (ლოკომოტივი), დავით ბარამია (ლელო), ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), გიორგი მეფარიშვილი (აია), მიხეილ შიოშვილი (ლელო), ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), გიორგი ზაზაძე (ხარები), ლუკა გაბუნია (აია), გიორგი არძენაძე (ჩაქვი);

ხაზი: თემურ ძოძუაშვილი (აია), დავით წიკლაური (ხვამლი), გოგა უშვერიძე (აია), გიგი სირბილაძე (ლელო), ლუკა თვაური (ხვამლი), დავით ბარბაქაძე (არმია), დავით არავიაშვილი (არმაზი), იოანე ბასილაია (ლელო), ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), გიგა ყიფშიძე (ხვამლი), გივი სოსელია (კოლხი რაინდები), ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), საბა შარვაშიძე (აია).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი, ვლადიმერ დოლაბერიძე

მენეჯერი: ია ხურცილავა

ფიზ. მომზადება: დავით ლობჟანიძე

ფიზიო: გურამ ადამია, გიგა მაქაძე

ექიმი: ტარიელ კინწურაშვილი

ვიდეო: ნიკოლოზ თუთარაშვილი

12 აგვისტო

ირლანდია – ინგლისი

საქართველო – სამხრეთ აფრიკა ა

16 აგვისტო

ირლანდია – სამხრეთ აფრიკა

ინგლისი – საქართველო

20 აგვისტო

ინგლისი – სამხრეთ აფრიკა

ირლანდია – საქართველო

RUGBY.GE

0.123959