ფეხბურთი

1:34 | 11.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" სეზონი დაიწყო, ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტების სერიაში გაიტანა (+VIDEO)
ზურიკო დავითაშვილის საგოლე პასი და გიორგი მამარდაშვილის პირველი თამაში პრესეზონზე

„ნაპოლიმ“ 2024-2025 წლების სეზონი დაიწყო: ანტონიო კონტეს ოფიციალური დებიუტი იტალიის თასის 1/32-ფინალში სერია B-ს ბინადარ „მოდენასთან“ შედგა.

„სტადიო მარადონაზე“ „ნაპოლიმ“ მეტოქეს ვერაფერი დააკლო და შეხვედრა 0:0 დასრულდა. შედეგად, ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც ნეაპოლელებმა 4:3 მოიგეს. ხვიჩა კვარაცხელიამ 90 წუთი ითამაშა და თავისი გუნდიდან მეხუთე პენალტი ზუსტად დაარტყა, შესაბამისად, გამარჯვებაში წვლილი შეიტანა. „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ტურში 18 აგვისტოს, „ვერონას“ ესტუმრება.

იტალიის თასის საწყის ეტაპზე ითამაშა „ემპოლიმ“, რომელმაც „კატანძარო“ 4:1 დაამარცხა, საბა გოგლიჩიძე კი სათადარიგო სკამზე იყო. ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ „ბარის“ პენალტების სერიაში აჯობა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, ქართველი მცველი თადარიგში იყო.

„სენტ ეტიენმა“ ამხანაგურ შეხვედრაში 3:2 დაამარცხა „ჰოლშტაინ კილი“, ხოლო ზურიკო დავითაშვილმა საგოლე პასი მიითვალა. ფრანგულმა გუნდმაც დაასრულა მზადება და 17 აგვისტოს, ლიგა 1-ის პირველ ტურში „მონაკოს“ ესტუმრება.

დღესვე, პრესეზონზე პირველი მატჩი ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა. „ვალენსიამ“ ფრანკფურტის „აინტრახტი“ ნარანხას თასზე 3:2 დაამარცხა, ხოლო ქართველმა პირველი ტაიმი ითამაშა. მის კარში ერთი გოლი პენალტით მარმუშმა გაიტანა, ხოლო მეორე გოლი შესვენების შემდეგ სტოლე დიმიტრიევსკიმ გაუშვა. „ვალენსიამ“ დაასრულა მოსამზადებელი ეტაპი და ლა ლიგის პირველ ტურში 17 აგვისტოს, „ბარსელონას“ შეხვდება.

0.113204