საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა გენო პეტრიაშვილის ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთეს.
გიორგი იანტბელიძე: „გვყავს ახალი ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, თავისი კვალი ნახა, ძალიან დიდი ბედნიერებაა, გაანალიზება გვიჭირს. მადლობა ყველას, ვინც ამ რთულ პერიოდში გვერდში გვედგა და გვაძლიერებდა. ყველას დიდი მადლობა, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ეს შრომა დაფასდა და ჩვენ ქვეყანას ჰყავს ახალი ოლიმპიური ჩემპიონი. ვეცდები, ემოციებისგან თავი შევიკავო, რადგან გივი მაჭარიშვილისთვის ენერგია შევინახოთ“.
ელგუჯა ბერიშვილი: „შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გენო იმსახურებდა ოლიმპიურ ჩემპიონობას. ძალიან რთული ისტორია ჰქონდა მას ოლიმპიადაზე, ტოკიოში ძალიან ახლოს იყო მიზანთან, მანამდე მესამე ადგილი დაიკავა და ეს ყველაფერი ოქროს მედლით დაგვირგვინდა. ვულოცავ მთელ საქართველოს“.
ქართველმა ფალავანმა პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც უკრაინელი ოლექსანდრ ხოციანივსკი ძალიან ადვილად, სუფთად 11:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში პოლონელ რობერტ ბარანს 9:2 აჯობა, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს ძალიან დამაჯერებლად 7:0 მოუგო. ფინალში პეტრიაშვილმა დრამატულ ბრძოლაში 10:9 ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე დაამარცხა.
გენო პეტრიაშვილი 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონი (პლუს 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) და 2-გზის ევროპის ჩემპიონია (პლუს 5 ვერცხლი, 3 ბრინჯაო), ხოლო, ოლიმპიადაზე 2016 წელს რიოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2021 წელს ტოკიოში ვერცხლი, ამჯერად კი პარიზში - ოქრო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციის მონაგარი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 6 მედალია: ლაშა ბექაური (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) ოქროს დაეუფლნენ, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ (ორივე ძიუდო) ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო ლაშა გურულმა (კრივი) ბრინჯაო დაისაკუთრა. 11 აგვისტოს, ქართველებიდან ბოლოს იასპარეზებს გივი მაჭარაშვილი, რომელიც ფინალშია და მედალი განაღდებული აქვს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თურქები ნახე რაებს შვებიან
ანგოლა რას ეყომარება ლიტვას
ფინეთი თამაშობს ტაქტიკურად სწორ და რაც მთავარია გუნდურ კალათბურთს გუნდს გამოკვეთილი ლიდერი არ ყავს და ეგეც მაგათი პლიუსია თანაც ყველანი სამიანს ესვრიან მაგრად
მაინც კოპონენი მაგათი ლიდერია.
სლოვენიამ თავისუფლად მოუგო მექსიკას.
არ მიყვარს ფინეთის ნაკრები. მანქანასავით თამაშობენ, მაგრამ ვერ უშველა ფრატელომ უკრაინას. 5 წუთში 19-0 გაქცევა გააკეთეს ფინელებმა მესამე პერიოდში. არადა არ ყავს ცუდი ნაკრები უკრაინას. ეს რომ კოკოშას მოსვლოდა საქართველოს ნაკრებში, ეგრევე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდნენ და ცხრასართულიან გინებებსაც მიუძღვნიდნენ.
ჰო რაღაც დაემართათ იმ მომენტში. ფინელებს ცივსისხლიანობამ მოაგებინა.
ახლა მაგარი ტრუხა თამაშებია, ამერიკა თურქეთს დაველოდები
აჩვენებს სპორტი.
streamhunter.eu ყველაფერს აჩვენებენ
ელ. ფოსტით ვერ შევდივარ.
ელ ფოსტით? ??
ასე მიჩვენებს.
ვერ მივხვდი მაინც, ინტერნეტ ბრაუზერით არ უნდა შეხვიდე? თუ ლინკი ტექსტად კი არა მოლინკული უნდა იყოს?
არადა იმედი მქონდა მოიგებდა უკრაინა, ყოჩაღ ფინელების ნერვებს.
ზელანდიასთან მოიგებს ალბათ.
ზელანდიას უნდა აჯობონ წესითმ რავიცი რაც თურქებს ბრძOლა გაუმართენ
ჯეტერის გარეშე უკრაინა 0 ია,ეერთი ესეთი რო გვყავდეს ჰიკმანის ნაცვლად რას დაგვხატავდაა..
მარკიზ ჰეინსი რომ დავაბრუნოთ გუნდში არ შეიძლებაა მაგრა მოუმატა ეხლა გადავიდა თელ ავივის მაკაბიში
დომინიკასთან იყო?
კი ორივეში იყო.ეგაა რაც არი დანარჩენები წვალობენ ))
კი აშკარად ჯობნის სხვებს.
საქართველომ შარშანაც და წელსაც მოუგეთ უკრაინას მოგეხსენება.
მაგას რა დამავიწყებს