„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის სუპერთასი მოიგო. პეპ გვარდიოლას გუნდმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.
არადა, ერიკ ტენ ჰაგის შეგირდები ახლოს იყვნენ მოგებასთან, რადგან 82-ე წუთზე ალეხანდრო გარნაჩომ გახსნა ანგარიში, თუმცა, 7 წუთში ბერნარდო სილვამ გაათანაბრა და პენალტების სერია დაინიშნა.
სერია, რომელშიც „სიტიდან“ პირველივე დარტყმა სწორედ ბერნარდომ ვერ გაიტანა, მაგრამ შემდეგ „ქალაქელები“ უშეცდომები იყვნენ, ზედიზედ 7 პენალტი გაიტანეს, „იუნაიტედის“ რიგებიდან კი, ჯეიდონ სანჩომ და ჯონ ევანსმა ვერ გაიტანეს.
„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის სუპერთასი ისტორიაში მეშვიდედ მოიგო.
„მანჩესტერ სიტი“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“ 1:1 პენ: 7:6 (0:0)