სხვა

18:40 | 10.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთში ქალთა ტურნირი ესპანეთმა მოიგო და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

პარიზის ოლიმპიადაზე წყალბურთში ქალთა ტურნირი ესპანეთის ნაკრებმა მოიგო. ესპანელებმა ფინალში ავსტრალია დაძაბულ ბრძოლაში 11:9 დაამარცხეს.

ორი პერიოდი ფრედ დასრულდა, ორ პერიოდში კი, ესპანეთმა თითო ბურთის სხვაობით იმარჯვა და ოქროს მედალიც მოიპოვა. ბრინჯაოს მედალს ნიდერლანდები დაეუფლა, რომელმაც აშშ 11:10 დაამარცხა.

11 აგვისტოს, უკვე კაცთა შორის გათამაშდება მედლები: 12:35 საათზე აშშ და უნგრეთი ბრინჯაოსთვის გაეჯიბრება, ხოლო 16:00 საათზე სერბეთი და ხორვატია ოქროსთვის იბრძოლებენ.

0.111857