ფეხბურთი

17:15 | 10.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუეს" უგოლო ფრე "დიუსელდორფთან"

გერმანიის II ბუნდესლიგის მეორე ტურში „კარლსრუე“ სტუმრად დიუსელდორფის „ფორტუნას“ დაუპირისპირდა. დაძაბული მატჩი უგოლოდ, 0:0 დასრულდა.

ბუდუ ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, აქტიურობდა კიდეც, მაგრამ ამჯერად გოლი ვერ გაიტანა. ქართველი 92-ე წუთზე შეცვალეს. მოგეხსენებათ, ზივზივაძემ პირველ ტურში „ნიურნბერგთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა და II ბუნდესლიგის ბომბარდირთა სიას 3 გოლით ლიდერობს.

„კარლსრუეს“ ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი, 23 აგვისტოს, „ელვერსბერგს“ უმასპინძლებს.

0.123175