ფეხბურთი

16:51 | 10.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძემ სეზონის პირველ ტურში ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა (+VIDEO)

გიორგი ჩაკვეტაძეს „უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი ტომ ქლევერლი მთელი პრესეზონის განმავლობაში მაგრად აქებდა და ქართველმაც სეზონი შესაბამისად დაიწყო - დიდებული გოლით.

ჩემპიონშიფის პირველ ტურში გიორგიმ „მილუოლის“ წინააღმდეგ საჯარიმო დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა. ქართველმა შემტევმა 55-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. ასე რომ, ჩაკვემ სეზონი იდეალურად დაიწყო.

მანამდე „უოტფორდი“ ედო კაიემბეს გოლით იგებდა, რომელმაც პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა. „მილუოლმა“ 74-ე და 88-ე წუთებზე ორჯერ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 90-ე წუთზე მილეტა რაიოვიჩმა სტუმრებს მაინც მოაგებინა და „უოტფორდმა“ სეზონი გამარჯვებით დაიწყო - 3:2. ჩაკვეტაძე 94-ე წუთზე შეცვალეს.

„უოტფორდი“ ჩემპიონშიფის მეორე ტურში 17 აგვისტოს, „სტოკ სიტის“ უმასპინძლებს.

0.141478