სხვა

16:32 | 10.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფრენბურთში საფრანგეთის ვაჟთა ნაკრებმა ოლიმპიადა ზედიზედ მეორედ მოიგო

ფრენბურთში (ვაჟები) საფრანგეთის ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

ანდრეა ჯანის გუნდმა ფინალში პოლონეთის ნაკრები ძალიან დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა. ფრანგებმა პირველი-ორი სეტი ადვილად მოიგეს (25:19, 25:20), მესამე სეტში ბრძოლა იყო, მაგრამ ისევ მასპინძელთა სასარგებლოდ დასრულდა (25:23).

აქვე გეტყვით, რომ ბრინჯაოს მედალი აშშ-მ მოიპოვა, რომელმაც გუშინ იტალია მესამე ადგილისთვის შეხვედრაში 3:0 დაამარცხა.

დღეს, თბილისის დროით 19:15 საათზე ქალთა შორის ბრინჯაოს მედალი გათამაშდება ბრაზილიისა და თურქეთის ნაკრებებს შორის, ხოლო 11 აგვისტოს, 15:00 საათზე ქალთა ფინალში იტალია და აშშ დაუპირისპირდებიან.

0.103516