ჭიდაობა

13:47 | 10.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში 97 კგ წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

ქართველი მოჭიდავე სამხრეთაფრიკელ ნიკოლას იოჰანეს დე ლანჟეს შეხვდა, რომელიც სუფთად, 12:2 დაამარცხა. მაჭარაშვილი მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე ქართველ მურაზ მჭედლიძეს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა (ძიუდო) მოუტანა, ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული (კრივი) დაეუფლა.

0.118857