სხვა

10:29 | 10.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალჟირელი მოკრივე გოგონა, რომლის გარშემო დიდი სკანდალი იყო, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

ალჟირელი მოკრიე, იმან ხელიფი, რომლის გარშემო ცოტა ხნის წინ დიდი სკანდალი იყო, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

კრივში ქალთა შორის 66 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ხელიფმა ჩნელი ლიუ იანი ადვილად, 5:0 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

მოგეხსენებათ, იმან ხელიფი ყურადღების ცენტრში მერვედფინალური ბრძოლის შემდეგ მოექცა, როცა მის წინააღმდეგ იტალიელმა მოკრივემ ანჯელა კარინიმ ბრძოლა შეწყვიტა. მაშინ გაჩნდა ეჭვები, რომ ხალიფი ბიოლოგიურად ქალი არ იყო, რაც უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ ოლიმპიადამდე კრივის საერთაშორისო ფედერაციამ ის ქალთა შეჯიბრში არ დაუშვა.

0.114066