სხვა

11:09 | 10.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბეატრის შებეტის მეორე ოქრო ოლიმპიადაზე: კენიელმა 10 000 მეტრზე რბენაც მოიგო

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძალიან საინტერესო გამოდგა 10 000 მეტრზე რბენა, რომელიც კენიელმა ბეატრის შებეტმა მოიგო.

მან დისტანცია 30:43:25 წუთში დაფარა და ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. რბენის მთავარი მოულოდნელობა კი, იტალიელი ნადია ბატოკლეტი იყო, რომელმაც დიდებულად იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. იტალიელ მორბენალს განსაკუთრებით შთამბეჭდავი ფინიში ჰქონდა.

უნდა ითქვას, რომ ის ძალიან მცირედით ჩამორჩა კენიელ კონკურენტს, თორემ ოქროს მედალთანაც ახლოს იყო. მესამე ადგილი და შესაბამისად ბრინჯაოს მედალი ნიდერლანდელმა სიფან ჰასანმა მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ ბეატრის შებეტმა მიმდინარე ოლიმპიადაზე მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.

0.071471