ფეხბურთი

19:00 | 9.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ეკვადორელი მცველი 40 მილიონ ევროდ შეიძინა

„პარი სენ-ჟერმენმა ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ ეკვადორელი მცველი ვილიან პაჩო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

პაჩომ ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა. პსჟ-მ „აინტრახტს“ 40 მილიონი ევრო გადაუხადა.

ვილიან პაჩომ გასულ სეზონში „აინტრახტში“ 44 მატჩი ჩაატარა, მანამდე კი, „ინდეპენდიენტე დელ ვალეს“ და „ანტვერპენის“ ღირსებას იცავდა.

0.122289