ინგლისის ეროვნული ნაკრების დროებით მთავარ მწვრთნელად ლი კარსლი დაინიშნა, რომელიც ინგლისის 21-წლამდე ნაკრებში მუშაობდა. კონტრაქტის თანახმად, ეროვნული ნაკრებიდან ის ისევ დაუბრუნდება 21-წლამდელებს, როცა ინგლისელები მუდმივ მწვრთნელს იპოვიან.
გარეთ საუთგეიტის შემცვლელი საფეხბურთო ასოციაციამ ჯერჯერობით ვერ იპოვა, ამიტომაც, ნაკრები დროებით მწვრთნელს ჩააბარეს. ასე რომ, სწორედ ლი კარსლი უხელმძღვანელებს „სამ ლომს“ ერთა ლიგის სასტარტო მატჩებში სექტემბერში, ირლანდიისა და ფინეთის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ ირლანდიელმა ლი კარსლიმ ინგლისის 21-წლამდე ნაკრებს შარშან ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, რომელიც საქართველოში გაიმართა.