ფეხბურთი

17:33 | 9.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დანი ოლმო "ბარსელონას" ფეხბურთელია

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი დანი ოლმო კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ეს ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

„ბარსელონას“ ოლმოს შეძენა 55 მილიონი ევრო დაუჯდა და „ლაიფციგმა“ ეს თანხა მიიღო. მხარეებს შორის კონტრაქტი 2030 წლამდე გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ „ბარსელონამ“ დანი ოლმოს გამოსასყიდი ფასად 500 მილიონი ევრო მიუთითა.

დანი ოლმო 2007-2014 წლებში „ბარსელონას“ აკადემიაში თამაშობდა, შემდეგ მან კარიერა ხორვატიაში, ზაგრების „დინამოში“ გააგრძელა, 2020 წელს კი, „ლაიფციგს“ შეუერთდა, სადაც 148 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა. ოლმომ თავი ევრო 2024-ზე დიდებულად წარმოაჩინა და ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

„ბარსელონამ“ „ბილბაოსთან“ ნიკო უილიამსის ტრანსფერზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, თუმცა ამის კომპენსირებას დანი ოლმოს შეძენით მოახერხა.

0.116047